Друзья! Этой статьей мы открываем на нашем мессианском еврейском портале ieshua.org новую рубрику материалов на грузинском языке – ქართულად.
За рубрику выражаем благодарность Русудан Мамаладзе. Русудан взялась послужить грузино-говорящим посетителям нашего портала своими способностями и талантами.
Если вы читаете эти строки и имеете достаточный уровень владения грузинским (или другими – польским, немецким, испанским, французским – например) и русским языком, чтобы осуществлять подобные переводы – пожалуйста, свяжитесь с нами.
ყველაზე ანტისემიტური ქმედება, რომელიც ჩემთვის ცნობილია, გახლავთ ებრაელი მეგობრების სიყვარული და პატივისცემა და თან მათთვის სახარების უწყების დამალვა. მე ებრაელი და ისრაელის მოქალაქე გახლავართ და პავლეს მსგავსად უარს ვამბობ ჩემს ცხოვრებაზე ხორციელი ძმების გამო.
უკანასკნელ წლებში მადლიერების გრძნობა გამიჩნდა ისრაელის კურთხევის ქრისტიანული მსახურებების მიმართ. უფალმა იცის, რომ ისრაელს მეგობრები და მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა ებრაელებისა და ისრაელის კურთხევა და ამავდროულად, სახარების დამალვა ებრაელი ხალხისგან, არაქრისტიანული საქციელია.
იმ სარეკლამო ვიდეორგოლების „მომხრე“ ვარ, რომლებიც ადამიანებს მთელი მსოფლიოს დევნილი ებრაელებისთვის ფინანსების შეგროვებისკენ მოუწოდებენ, რათა მათ მშობლიურ მიწაზე დაბრუნებაში დაეხმარონ. და მაინც, არასწორია ქრისტიანებისგან თანხის შეგროვება და იმ ებრაელებისთვის დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც იეშუას მორწმუნეები არიან!
შეშფოთება მიპყრობს, როცა ქრისტიანები ებრაულ ფესვებზე უფრო მეტად ღელავენ, ვიდრე ებრაელთა სულებზე.
მაშფოთებენ ორთოდოქსული რაბინები, რომელთა როლი წინ წამოწეულია ქრისტიანულ ტელევიზიებში, მაგრამ ვერ იტანენ იეშუას მორწმუნე ებრაელებს.
ახლანდელი პერიოდი სიონისთვის კეთილსასურველია. ებრაელ ხალხს თვალებიდან სძვრება სულიერი საფარველი. თუმცა პავლე მოციქული ასე ამბობს რომაელთა მიმართ წერილში:
„ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისთვის არის, რათა გადარჩნენ ... მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? (რომ. 10:1,14)
ასევე ეზეკიელ წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ:
„ძეო კაცისავ! ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე ... როდესაც მე ვეტყვი ბოროტმოქმედს: „მოკვდები!“ და შენ არ გააფრთხილებ მას მისი ბოროტი გზების გამო, რათა გადარჩეს, ის ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ.“ (ეზეკ. 3:17,18)
დადგა დრო, რომ მეფეც შეიმოსოს. ვიღაცამ უნდა უთხრას მას, რომ შიშველია.
ავტორი — სიდ როტი
რუსულიდან მთარგმნელი — რუსუდან მამალაძე
წყარო — charismamag.com
სიდ როტი სატელევიზიო შოუს, „ეს ზებუნებრივია!“, წამყვანი გახლავთ. მისი მსახურების მეშვეობით 2,4 მილიონზე მეტი წიგნი („ისინი თავიანთ თავზე დაფიქრდნენ“) გავრცელდა ებრაული დამოწმებებით მთელი მსოფლიოს ებრაელების მისამართით.
Сид Рот: самый антисемитский поступок, который я знаю
Последнее: 26.07. Спасибо!